logo
ENG



მდინარაძე ემიგრანტებისთვის დამატებითი უბნების გახსნის მოთხოვნას "უტოპიურს" უწოდებს

25 ივლ 202419:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/25/kyw17cisn86ax49.png

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნას უტოპიურს უწოდებს. 

როგორც ის ჟურნალისტებთან ამბობს, "ასეთი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება". 

"მოთხოვნები როდესაც არის უტოპიური, შეუძლებელი, წარმოუდგენელი, რაც ვერ მოახერხა ვერავინ, ვერასდროს და ეს მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რაღაცაზე იყვირონ, ასეთი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება, თორემ ვისაც მონაწილეობა უნდა, ჩვენც მოვუწოდებთ, ძალიან ვთხოვ ყველა ემიგრანტს, ჩვენს პატივცემულ მოქალაქეებს... ადვილი არ არის, საქართველოში როცა ცხოვრობ, სახლთან ახლოს არის საარჩევნო უბანი და ეს არ ხდება, სამწუხაროდ, ეს ასე არ ლაგდება უცხოეთში, ზოგისთვის ახლოს არის, ზოგისთვის შორს არის, მაგრამ იქნებ, რამენაირად, მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მოახერხოს საარჩევნო უბანზე მისვლა, მაგრამ ასე მთელ მსოფლიოში გაბნეულ ჩვენს პატივცემულ ემიგრანტებთან ყველგან უბნების გახსნა, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება", – თქვა მდინარაძემ.

 


close დახურვა